ბუდუმ ისევ გაიტანა – “კარლსრუემ” კინაღამ წააგო [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში „კარლსრუესა“ და „ვეენის“ მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო და ისევ გამოიჩინა თავი – 36-ე წუთზე ფილიპ ჰაიზეს მარცხენა ფლანგიდან გადაცემულ ბურთზე მცველებს დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. ქართველმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეშვიდე გოლი გაიტანა.
„კარლსრუემ“ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და 1 ქულა მოიპოვა. ეგ კი არადა, შეიძლებოდა სულაც დამარცხებულიყო, რადგან მსაჯმა 86-ე წუთზე მათ კარში დანიშნული პენალტი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.
ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა
დადებითად შეაფასეს: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.2.
“კარლსრუემ” ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 10 თებერვალს ბრაუნშვაიგში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – ვეენი 2:2
გოლები: 1:0 ზივზივაძე (35), 1:1 პრტაინი (48), მატანოვიჩი (53), 2:2 პრტაინი (74)