ბუდუმ დუბლით “კარლსრუეს” გამარჯვება მოუპოვა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა.
ზივზივაძე ძლიან აქტიური იყო, ჯერ პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზივზივაძემ ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ისევ გაიტანა, თუმცა ვიდრე გადაცემას გაუკეთებდნენ, ბურთმა მოედანი დატოვა. მაინც შეასრულა ბუდუმ დუბლი და 6 გოლით ბომბარდირთა
დავაში დაწინაურდა. ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.4, sofascore 8.2, flashscore 8.1.
„კარლსრუე“ 13 ქულით ამ მომენტისთვის ერთპიროვნული ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – შალკე 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (45+3), 2:0 ზივზივაძე (73)
კარლსრუე

მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე აქტიური იყო, პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზივზივაძემ ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ისევ გაიტანა, თუმცა ვიდრე გადაცემას გაუკეთებდნენ, ბურთმა მოედანი დატოვა. მაინც შეასრულა ბუდუმ დუბლი და 6 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.4, sofascore 8.2, flashscore 7.8.

„კარლსრუე“ 13 ქულით ამ მომენტისთვის ერთპიროვნული ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“

კარლსრუე – შალკე

გოლები: 1:0 ზივზივაძე (45+3), 2:0 ზივზივაძე (73)