ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში

ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, სამიტი საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იმართება.
„სამიტის ფარგლებში იქნება, როგორც ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ასევე იქნება ცალკეული შეხვედრები დარგობრივი მინისტრებთან. მე უშუალოდ გავმართავ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან და ასევე იუსტიციის მინისტრთან. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უკვე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლითაც ჩამოყალიბებულია 2024-2025 წლების ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მიერ. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში, ასევე ეს ეხება საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას, რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის და საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან. ჩვენი თანამშრომლობა ასევე მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვას და ურთიერთგაცვლის პროგრამების განსაზღვრას“, – განაცხადა პაატა სალიამ.
Next: გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან, ლევან ამირიძე იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები 2008 წელს ტყეში აიყვანა, კობა ოთანაძე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის

ასევე დაგაინტერესებთ

პოლიტიკური ფეილის შიშით არ სურთ რადიკალებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დაუძინებელი მეგობრებისგან კონკრეტული დავალების მიღებამდე, პოლიტიკურად ჩაძირულნი, სირაქლემას პოზიციაში დგანან