ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

დღეს, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია საუბარი, რომელიც მან წევრი სახელმწიფოების მეთაურებს გაუგზავნა.
ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა 7- 8 ნოემბერს საღამოს გაიმართება.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ ს შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას და განვიხილავთ შემდგომ გზებს“, – აღნიშნულია წერილში.
დღეს, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი გაიმართება. სამიტს დაესწრებიან ლიდერები მთელი კონტინენტიდან, მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი .