ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ – შარლ მიშელი

7-8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროკავშირის საბჭოს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვასაც გეგმავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.
“ჩვენ ს შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზასაც განვიხილავთ“, – წერია შარლ მიშელის წერილში.
ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრა დღეს საღამოს დაიწყება და ხვალ დასრულდება.