ბუდაპეშტი უკრაინისთვის 6,5 მლრდ ევროს მიცემას ბლოკავს ნავთობის ტრანზიტის შეფერხების გამო

ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის დახმარების დაბლოკვას, სანამ არ დაუშვებს რუსული ნავთობის უნგრეთში ტრანზიტს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა უნგრეთის რადიოსადგურ ATV-სთან ინტერვიუში.
საუბარია ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდ ევროზს გადახდაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების ხარჯების კომპენსაციას უნდა მოხმარდეს. ორშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, უნგრეთის პოზიციის გამო კვლავ შეუძლებელი გახდა ამ თანხის გაცემაზე შეთანხმება. ეს მდგომარეობა რამდენიმე თვეა გრძელდება.
„როგორი იქნებოდა, ჩვენ რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა 6,5 მილიარდი ევროს გადახდაში, მაშინ როცა მუქარას უქმნის ჩვენი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას?” – მოჰყავს სიიარტოს სიტყვები რადიო თავისუფლების უნგრულ სამსახურს.
22 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა სთხოვეს ევროკავშირს, დაეხმაროს უკრაინის დარწმუნებაში, რომ განაახლოს რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტი აღმოსავლეთ ევროპაში. ივნისში უკრაინის ხელისუფლებამ გაამკაცრა „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები, რითაც შეუძლებელი გახდა ნავთობის ტრანზიტი ნავთობსადენ „დრუჟბის“ მონაკვეთზე.
როგორც Bloomberg-ი იტყობინება, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, თუ კომპრომისული გამოსავალი არ მოიძებნება. მისი აზრით, უკრაინის ხელისუფლება თავისი ქმედებებით არღვევს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან და ზიანს აყენებს უნგრეთის და ს ეკონომიკას, რომლებისთვისაც ადრე დაუშვეს ევროკავშირის ენერგეტიკული სანქციებიდან გამონაკლისები. უნგრეთი „ლუკოილისგან“ იღებს წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნავთობს, რაც მისი მთლიანი იმპორტის მესამედია, ხოლო სლოვაკეთი იღებს დაახლოებით 2,5 მილიონ ტონას, რაც იმპორტის 45 პროცენტს შეესაბამება.
ფორუმი