ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს – უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სასურველი შედეგები ვერც უნგრეთისა და უკრაინის პირველი დიპლომატების არაფორმალურმა შეხვედრამ მოიტანა, რომელიც ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად შედგა.
დმიტრო კულება ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ფიქრობს, რომ ბუდაპეშტი, საბოლოოდ კიევისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ევროკომისიამ არასწორად შეაფასა უკრაინის მზადყოფნა და ამ დროისთვის კიევი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება ავსტრიაც. კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ არსებულ პირობებში, ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება.
სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა გრძელდება. ევროკავშირში თვლიან, რომ ორბანის ვეტო გაუმართლებელია. ბრიუსელში დღეს უნგრეთს გადაწყვეტილების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და ბუდაპეშტს ევროპულ გაერთიანებაში მოხვედრის ისტორიაც შეახსნეს.
ხვალ თავის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს გააცნობს. პარალელურად, გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” წერს, რომ შესაძლოა ევროკომისიამ უნგრეთს 10 მილიარდი ევრო გამოუყოს, რომელიც ადრე ბრიუსელმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემების გამო გაყინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს