ბუდაპეშტი ნავთობის მიწოდების შეფერხების გამო უკრაინისთვის €6.5 მილიარდის გადაცემას ბლოკავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების დაბლოკავს, სანამ რუსული ნავთობის უნგრეთში ტრანზიტს არ დაუშვებს.სიიარტომ ამის შესახებ უნგრეთის რადიოსადგურ ATV-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯების კომპენსაციისთვის 6.5 მილიარდი ევრო უნდა გამოყოფილიყო.
“მე ცხადად ვთქვი, რომ სანამ ამ საკითხს არ მოაგვარებს, ევროპული მშვიდობის ფონდიდან სამხედრო კომპენსაციის 6.5 მილიარდი ევროს გადახდა უნდა დაივიწყოს”.- თქვა სიიარტომ ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ლუკოილის ნავთობის 33% და 40-45% უკრაინის გავლით შემოდის.
ივნისში უკრაინამ ლუკოილის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და შეუძლებელი გახადა დრუჟბის ნავთობსადენით ნავთობის ცენტრალურ ევროპაში ტრანზიტი. ამან ბუდაპეშტსა და ბრატისლავაში ნავთობის მიწოდების დეფიციტის შიში გაამწვავა.
მიმდინარე კვირის ორშაბათს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინინსტრების შეხვედრაზე უნგრეთის პოზიციის გამო თანხის გაცემასთან დაკავშირებით შეთანხმება კვლავ ვერ შედგა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის თქმით, ბუდაპეშტი უკვე ერთ წელზე მეტია, სხვადასხვა მიზეზებით აფერხებს უკრაინისთვის თანხის გაცემას, რასაც მან “სამარცხვინო” უწოდა.