ბუდანოვი ჩამოვარდნილ Ил-76-ზე: სიტუაცია გაურკვეველია, რუსეთი ცხედრებს მალავს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ შეუძლია სრულად გასცეს პასუხი, თუ რა მოხდა ბელგოროდის ოლქში Ил-76-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს.
“სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია ბოლომდე პასუხის გაცემა, თუ რა მოხდა იქ. ს პოზიცია გასაგებია – ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიციისთვის გაურკვეველი ფაქტორების რიგი არსებობს. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ მათ არ აჩვენეს მინდვრები, რომლებიც ცხედრებით და ნარჩენებითაა სავსე, როგორც უნდა ეჩვენებინათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ . მაგრამ ესეც კი არ არის. ანუ სიტუაცია ბოლომდე გასაგები არაა.
თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი რამდენიმე დღე და აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”. მაგრამ არ არის ცხედრები, არაფერი არ არის”. – თქვა ბუდანოვმა.
24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ Ил-76 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.

ასევე დაგაინტერესებთ