ბუდანოვი: უკრაინულ დრონებს 1800 კმ-მდე მანძილზე ფრენა შეუძლიათ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინულ დრონებს, რომელთა განვითარებაზეც ახლა საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ, უკვე შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნეებს 1800 კმ-მდე მანძილზე.
„ავიადარტყმების გამო ზანზარებენ [ს] სამხედრო აეროდრომები, რომლებიც მშვიდობიანი უკრაინული ქალაქებისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენენ. განადგურდება და ზარალი მიადგება ს მთელ ინფრასტრუქტურას, რომელიც ომს ემსახურება. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დაეცვა, რუსეთმა აირჩია არაპროვოცირებული ომის არასწორი გზა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს [ს]“, – აღნიშნავს კირილო ბუდანოვი სამხედრო დაზვერვის დღისადმი მიძღვნილ ფეისბუკპოსტში, 7 სექტემბერს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო, აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი რუსეთის საოკუპაციო არმიისა და მისი სტრუქტურებისთვის; ხოლო უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმატებული მუშაობის შედეგად, მ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ „შავი ზღვა არ ეკუთვნის რუსეთს“.
„ვაიძულეთ მტერი, რომ თავისი ფლოტი „უსაფრთხო“ მანძილზე გადაესროლა და დაეტოვებინათ საზღვაო სივრცე, რომელსაც ისინი დიდი ხანია თავისად თვლიდნენ“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.