ბუდანოვი: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი ჯარისკაცი იგზავნება

ამჟამად ში ომში მონაწილეობის მისაღებად ს აღმოსავლეთში მომზადებას გადის დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ქვეითი, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი.
„ისინი 1 ნოემბრისთვის იქნებიან მზად,“ განაცხადა ბუდანოვმა The War Zone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთი უარყოფს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის რაიმე სახით მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გუშინ ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ამოქმედდეს 10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.
ბუდანოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ. მისი თქმით, 2600-კაციანი პირველი ჯგუფი თითქოს გაემგზავრება კურსკის ოლქში, რომლის ნაწილი უკრაინის ჯარებმა დაიკავეს აგვისტოში.
სამხრეთმა კორეამ პარასკევს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა სერიოზულ მუქარას წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და რომ სეული ყოველი ხელმისაწვდომი საშუალებით მოახდენს რეაგირებას. ამის შესახებ ლაპარაკია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?