უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა საშობაო მილოცვაში თქვა, რომ კრიმინალური რუსული რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს უკრაინის განადგურების გეგმებს.
“კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს. უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე”, – დაწერა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელია, რომელიც უკრაინას მოუტანს დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას.