უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინა ყირიმში ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ “ახალ სიურპრიზებს” ამზადებს და მშვიდობიან მოსახლეობას ურჩევს, ქერჩის ხიდის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
ბუდანოვის თქმით, “წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის, შავი ზღვის წყლები უნდა გავაკონტროლოთ და ყირიმის ნახევარკუნძულზე უნდა ვიყოთ განლაგებული. დადგენილი დავალებები უკვე შესრულდა: რუსეთმა ხომალდების მეოთხედი დაკარგა და მისმა ფლოტმა კავკასიის სანაპირომდე დაიხია, ავიაციას კი დისლოკაცია შეუცვალა, რადგან ყირიმის აეროდრომები და სამხედრო დაწესებულებები მუდმივად ცეცხლის ქვეშ არიან”.
უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმში უკრაინის წარმატებაში ადგილობრივ მოსახლეობასაც მიუძღვის წილი, “რომლებმაც ოკუპანტებისადმი წინააღმდეგობის გაწევა არა მხოლოდ გააძლიერეს, არამედ ამასთანავე ახერხებენ, ნახევარკუნძულზე ოპერაციული სიტუაცია აკონტროლონ და ეს ინფორმაცია მყისიერად გადმოგვცენ”.
“ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინის სპეცდანიშნულების ძალები 2023 წელს ყირიმში იქნებოდნენ, და ეს დაპირება შევასრულეთ. მტრებს ახალი სიურპრიზები ელით, და მშვიდობიან მოსახლეობას არ ვურჩევდი, ე.წ. “ყირიმის” ხიდით ისარგებლონ”. – თქვა ბუდანოვმა.