ჩვენ დღეს გვჭირდება ასეთი [ვარდების რევოლუცია] ევოლუციური ტიპის ძალიან დიდი, გაბედული ცვლილებები. ახალი პოლიტიკური თაობა გვჭირდება, რომელიც საქართველოში იმის ტოლფას ცვლილებებს მოიტანს, რაც თავის დროზე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება შეიცვალოს და საქართველომ მართლა გარღვევა გააკეთოს. ამ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.
ჩვენ მასშტაბური, ამბიციური და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვჭირდება. ბუნებრივია, ეს ცვლილებები ხელისუფლების შეცვლის გარეშე ვერ მოხდება, ამიტომ, ახლა უნდა ვფოკუსირდეთ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ცვლილება დაიწყოს – არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, მენტალური, ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს და ამ გზით განვითარების შეუქცევად გზას დავადგეთ.