პარტია ლელოს ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ იმედზე გასული მასალის გამო მათი წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
“იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი”, – წერს ბუაძე.
ვიდეოში, რომელსაც ბუაძე ახსენებს და რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ არხებზე გავიდა, კასრაძე და კაძელაშვილი თითქოსდა, “ძალადობრივ გეგმაზე” ლაპარაკობენ.