ბსუ-ს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია სინოპის უნივერსიტეტის­­ რექტორის მოადგილის, პროფესორ მუჰითდინ ილმაზის ხელმძღვანელობით ეწვია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე სინოპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის ტურიზმისა და არქეოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება და სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და სინოპის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მუჰითდინ ილმაზიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მერაბ დიასამიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი კორძაია და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?