ბსუ-ს რექტორი FERRANDI Paris-ის მასპინძლობის უმაღლეს სკოლაში იმყოფებოდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და დეკანის მოადგილე ნანა გიორგაძე ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საფრანგეთის მასპინძლობის მოწინავე უმაღლეს სკოლა FERRANDI Paris-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ვიზიტი მოიცავდა მოკლე და გრეძლვადიანი პროგრამების წარდგენას, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაცნობას, თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას სტუდენტთა სტაჟირებისა და აკადემიური მობილობის მიმართულებით.
შეხვედრებს პარიზსა და დიჟონში პარიზის სავაჭრო პალატა, FERRANDI Paris-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი საფრანგეთში მასპინძლობდნენ.
ვიზიტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაიგეგმა და მასში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროფესიული კოლეჯის „ბლექ სი” და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება