ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა – მიშა მშვილდაძე გერმანიის საელჩოს მხრიდან რევოლუციის მოწოდებაზე

კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი – ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია, – წერს მიშა მშვილდაძე, რომელიც გერმანიის საელჩოს მიერ “მშვიდობიანი რევოლუციის” შესაძლებლობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.
მშვილდაძე ბრწყინვალეს და დროულს უწოდებს საელჩოს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ “მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს.”
მისივე თქმით, როცა უსამართლობა ხდება კანონი, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება.
“კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი – ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია.
ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა – მშვიდობიანი რევოლუციის ხსენებაზეც კი ელეთ-მელეთს რომ სიმულირებენ აქ ზოგ-ზოგიერთი.
როცა უსამართლობა ხდება კანონი, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება” – წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს