ბრძოლის ველია, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ – ჯაფარიძე არჩევნებზე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს, რითაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებასა და ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ადგილობრივი ბრძოლის ველია, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა აქვთ გადაწყვეტილი.
ჯაფარიძის განცხადება მის Facebook-ზე ვრცელდება.
„ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ.
რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.
მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.
სტატუს-კვო. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმრობაშია. იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
გუშინ, 9 ივლისს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, ეს არის დიდი მითი.
ამასთან, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ „არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელოდება. გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)