ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის – იენს სტოლტენბერგი

უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ლატვიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება არ უნდა დაუშვან, რადგან მშვიდობისთვის მზად არ არის.
“ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას.უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა ის, რომ შეძლო, რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკარგები მიეყენებინა. რუსეთმა ბევრი დაკარგა. პრეზიდენტი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხია. მან ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა”, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა