ბრძოლა მწვავდება ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთში

ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ღამის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამწვავდა შეტაკებები ისრაელსა და ჰამასს, ისევე როგორც სხვა პალესტინურ დანაყოფებს შორის.
ს ტანკები შევიდნენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში და არეალებში ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ჯაბალიაში, სადაც მათ მძლავრი წინააღმდეგობა შეხვდათ.
-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ჰამასის მოკავშირე ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის შეიარაღებული ნაწილი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დახოცეს და დაჭრეს ისრაელის ქვეითი ჯარისკაცები.
აღმოსავლეთ ჯაბალიაში მდებარეობს ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი იმ რვა ბანაკს შორის, რომლებიც ღაზაში 1948 წლის ომის შემდეგ აშენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ