“ბრძოლა მოაგებინეს, რადგან უკრაინაში ომია” – ფიური უსიკთან მარცხის შემდეგ [VIDEO]

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ ფიურიმ განაცხადა, რომ გამარჯვებას თავად იმსახურებდა, თუმცა იმის გამო, რომ ში ომია, მსაჯებმა უსიკს მოაგებინეს.
“მისი ქვეყანა ომშია, ხალხი კი გვერდში უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მე მოვიგე”, – განაცხადა ფიურიმ.