ბრუნდება თუ არა მესამედ ქართულ პოლიტიკაში? – რას ამბობს პაპუაშვილი

“ეს კითხვა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. მე როგორ უნდა გიპასუხოთ ამაზე?” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კითხვას, ბრუნდება თუ არა მესამედ ქართულ პოლიტიკაში.
ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში არ ერევა:
„სხვათა შორის, საუბარი არის ხოლმე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მისი კარნახით ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. დაასახელონ, რომელი არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა ისე, როგორც მიიღო.
ერთი მაგალითი თქვან, რომ „ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებდა, რომ არა კარნახი“. რომელი არის ისეთი ნეგატიური გადაწყვეტილება, როგორც ისინი ამას უყურებენ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა? ყველა გადაწყვეტილების უკან დგას საქართველოს მთავრობა, დგას საპარლამენტო უმრავლესობა. რაც მთავარია, ყველა ამ გადაწყვეტილების უკან დგას საქართველოს მოსახლეობა და ის მანდატი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ამაზე მეტყველებს როგორც მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ, ისე ზოგადად მოსახლეობის განწყობა“

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს