ბრუკლინის რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა,სადაც ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის წევრები მიიწვია

16 დეკემბერს, ნიუ-იორკში, და საზეიმო მიღება გამართა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს და რესპუბლიკური პარტიის სენატორებს და ასამბლეის წევრებს გამარჯვება მიულოცეს.
წვეულება ბრუკლინის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა რიჩარდ ბარსამიანმა (Richard Barsamiაn) და ნიუ-იორკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ედ კოქსმა (Ed Cox) გახსნეს.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდენ ნიუ-იორკის შტატის სენატორი, მარტი გოლდენი(Marty Golden), ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი კურტის სლივა(Curtis Sliwa), ნიუ-იორკის ასამბლეის არჩეული წევრები ალიკ ბრუკ კრასნი (Akec Brook Krasny), მიხეილ ნოვახოვი ( Mikhail Novakhov) და სხვები.
ბატონმა რიჩი ბარსამიანმა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ხელმძღვანელს ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძეს და წევრებს: ბატონ რამაზ ოქრუაშვილს, ქალბატონებს – ქეთევან გოლდს, ლელა ქართველს (Lawson) და ეკა ენუქიძეს გაწეული შრომისთვის.
ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის წევრები პერსონალურად Kings County Republicen Women – ის ვიცეპრეზიდენტმა, ქალბატონმა სვეტა ზეკინსკაიამ მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს