“ბრმა დარტყმა გავუშვი… იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ…” – გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა

14 დეკემბერს, UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების ძირითად ბადეში გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ არგენტინელმა ქართველის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და გიგას “ლეგენდა” უწოდა.
“გიგა ჭიკაძე ლეგენდაა. მას UFC-ში ზედიზედ შვიდი გამარჯვება ჰქონდა. ამის გარდა, ცხოვრებაშიც გამარჯვებულია. ის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.
ძალიან მინდა, რომ ჩემი ჰონორარის ნაწილი მის ორგანიზაციას გადავურიცხო. ის არის ადამიანი, რომელთან ბრძოლაც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ.
გიგა, მითხარი, როგორ დაგიკავშირდე შენი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხის შესაწირად”, – განაცხადა ვალეხოსმა.
თავად ჭიკაძემ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა:
“კაი დრამა იქით იყოს და ყველაფერი კარგად მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, ბრმა დარტყმა გავუშვი და ეგ იყო და ეგ, მანამდე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
P.S. იმ 1%-ს ვისაც ძალიან გაგიხარდათ გილოცავთ (რავი სხვა რა “გითხრათ”) და ჩემ საყვარელ ხალხს ვისაც გული შეგტკივათ კი მინდა გითხრათ რომ ძაან მაგრა მიყვარხართ, ყველაფერი კარგად მაქვს, ცოტას დავისვენებ და დაგიბრუნდებით 2026-ში! უფალი გფარავდეთ”, – წერს ჭიკაძე.
შეგახსენებთ, ჭიკაძის ანგარიშზე MMA-ში 15 მოგება და 6 მარცხია. გიგამ ბოლო 4 ბრძოლიდან 3 ბრძოლა დათმო, ბოლო 2-დან კი ორივეში დამარცხდა.
“მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო” – ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
“მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” – ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა
“მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო” – ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
“მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” – ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
გიგა ჭიკაძე ტრავმის გამო ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა
ჭიკაძის მარცხი – მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს