ბრიუსელში ევროპულ კვარტალში გართობა-დასვენების სივრცეები მომრავლდება

ევროპული კვარტალი ბრიუსელში, სადაც განთავსებულია ევროკავშირის ადგილობრივი ოფისების დიდი ნაწილი, გადაიქცევა დინამიურ, ენერგიულ, კომინიკაციოებისთვის ჰარმოზებულ ზონად.
პანდემიის გამო დისტანციური მუშაობის პოპულარობის მატებასთან ერთად, ევროკომისიის საკუთრებაში არსებული მრავალი შენობა დაცარიელდა. ახლა ყოფილი ოფისების დაახლოებით 300 000 კვადრატული მეტრი არ არის გამოყენებული – სივრცის დაახლოებით მესამედი აღმოჩნდა დატვიორთვის მიღმა.
ევროპის კვარტალის ფონდის პროგნოზით, ეს ყველაფერი არ არის: მომავალში ერთზე მეტი შენობა ცარიელი იქნება, რადგან დისტანციური მუშაობა ბელგიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
აპრილში ბელგიამ ევროკომისიისგან 21 ასეთი შენობა იყიდა. ახლა ისინი გეგმავენ 1000-მდე ბინას, კაფეების, მაღაზიების გახსნას, ასევე სკოლის, საბავშვო ბაღის ან პოლიციის განყოფილებას.
2027 წლისთვის შენობები მთლიანად დაცარიელდება და პირველი მათგანი 2028-2029 წლებში რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნება.
დედაქალაქის ცხოვრების რიტმის შეცვლაზე ასევე ფიქრობს შვედეთიც.
სტოკჰოლმი უფრო მხიარული უნდა გახდეს, – ეს მოსაზრება ადგილობრივ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაჟღერდა. ექსპერტები ამბობენ, რომ შვედეთის დედაქალაქმა გამოუყენებელი ადგილები უნდა გადააქციოს ადგილებად, სადაც ადამიანებს შეხვედრები და სოციალიზაცია შეუძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი რისკავს ჩამორჩება ბერლინს, პარიზს, ოსლოს და კოპენჰაგენს „გართობის დონის“ თვალსაზრისით.
ქალაქის სახურავები შეიძლება გახდეს ადამიანების კომუნიკაციის ერთ-ერთი ადგილი. ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ სტოკჰოლმის ცენტრში 630 ჰექტარი გამოუყენებელი ბრტყელი სახურავია.
კიდევ ერთი ადგილი არის სანაპიროები. შემოთავაზებულია მათი გაწმენდა გადაჭარბებული მოძრაობის, პარკინგისა და მცირე შენობებისგან. ამის ნაცვლად, უნდა გამოჩნდეს ველობილიკები, აღჭურვილი სანაპიროები და პლაჟები. გარდა ამისა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ წყალზე შეიძლება განთავსდეს მცურავი საუნები, ზამთრის აბანოები და ყინულის მოედნები.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ქალაქმა გამოიყენოს საგზაო ხიდების ქვეშ არსებული ადგილები. სტოკჰოლმი შედგება 14 კუნძულისგან, რომლებიც დაკავშირებულია 57 ხიდით. ისინი შეიძლება გახდეს სკეიტ პარკების ან კვების ობიექტების სივრცეები.