ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება, სადაც უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი

27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დაიწყება, რომელზეც სა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლადიმირ ზელენსკი.
დოკუმენტი ეხება არა მხოლოდ სთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციას და თანამშრომლობის სხვა სფეროებს, იუწყება Deutsche Welle.
გარდა ამისა, სამიტის დროს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ახალი ლიდერები.
გერმანელი პოლიტიკოსი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას კიდევ ერთი ვადით უეხელმზღვანელებს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს ს პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც ჟოზეპ ბორელს შეცვლის. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი გახდება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა. მანამდე ეს პოსტი ბელგიელ პოლიტიკოს შარლ მიშელს ეკავა.
27 ივნისს ბრიუსელის სამიტზე ურზულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერს წარედგინება.

· ევროპარლამენტის 6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა. ამ ს შედეგად, ფონ დერ ლაიენს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელია, (CDU არის EPP-ის ნაწილი), უფლება მიეცა კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს კავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტს.