ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნონ, რომ უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშეც.
გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მლრდ ევროს მოცულობის სესხებით და 17 მლრდ ევროს მოცულობის გრანტებით.
