ბრიუსელში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ – ლიეტუვა შეხვედრაზე 6 პუნქტიან გეგმას წარადგენს

ყურადღების ცენტრში ამ წუთებში ბრიუსელია, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს საქართველოზეც უნდა იმსჯელონ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შეხვედრაზე ექვს პუნქტიანი გეგმით შედის. სიაშია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.
ლიეტუვას ინიციატივით ჩვენ ვთავაზობთ საბჭოს 6 პუნქტიან გეგმას, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან მუშაობა, რადგან ჰუმანიტარული მდგომარეობა იქ უარესდება. ამიტომ ახლა სწორი დროააამის გასაკეთებლად. ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი შეთავაზება და ამ საკითხზე კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ. სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებითი დახმარების გაწევით დაწყებული, უვიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული, – განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.
ევროპელი მინისტრები დღეს იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ქართული სამოქალაქო საზოგადოება. ამ კონტექსტში განიხილება ახალი სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის.
არ არის გამორიცხული, მინისტრებმა გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადონ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან

შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია