ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და ბლოკის ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ.
Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, , ს სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშე, თუ მათი არგუმენტები არ გაჭრის.
აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მილიარდი ევროს მოცულობის სესხებით და 17 მილიარდი ევროს მოცულობის გრანტებით.
ევროკავშირი უკრაინას დახმარებას ს შეჭრის შემდეგ უწევს, მაგრამ აქამდე ეს ხდებოდა სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, რომლებიც ყოველწლიურად საჭიროებს ეროვნულ დამტკიცებას და უფრო ძვირი და რთულია, ვიდრე ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება.
ევროკავშირის ბიუჯეტის გამოსაყენებლად საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის შეთანხმება. ეს დახმარება უნგრეთმა დეკემბრის სამიტზე დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, საკითხის გადასაჭრელად, სპეციალური სამიტის მოწვევა დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ