“ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, ვარშავა, რომი, მადრიდი… ჯერ ვერ გაიღვიძეთ?” – როთი

გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, და ავრცელებს ზურაბიშვილის წერილს.
” ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, ვარშავა, რომი, მადრიდი… ჯერ ვერ გაიღვიძეთ? ჯერ კიდევ გძინავთ?”, – წერს როთი.
საქართველოს პრეზიდენტის წერილი:
დილის 6:30 – თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი – გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში – თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“