ბრიუსელის პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, დუბაიში ისაუბრა – ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ ქვეყანა ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან პოზიტიურ გზავნილს ელოდება

ბრიუსელის პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, დუბაიში ისაუბრა. მსოფლიო ლიდერებს ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ ქვეყანა რამდენიმე დღეში ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან პოზიტიურ გზავნილს ელოდება. ეს პირადად უთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც, რომელიღაც ღარიბაშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა.
პოზიტიური მოლოდინი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც – იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
ამავე დროს, პოზიტიური გზავნილები ისმის ვაშინგტონიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში საქართველო შტატების ძლიერ პარტნიორად არის დასახელებული. ჩვენი ქვეყნის შესახებ ქვეთავში წერია, რომ ქვეყანას შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება