ბრიუსელის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა | საავადმყოფოდან 60-მდე პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა

ბრიუსელის ერთ-ერთი კომუნის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც პაციენტთა ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი შარბეკის კომუნაში მდებარე ტიტეკას საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში დილის 10 საათზე გაჩნდა.
შემთხვევის გამო, საავადმყოფოდან 60-მდე პაციენტი გამოიყვანეს.
ხანძარი უკვე ლიკვირიდრებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.