ბრიუსელიდან აფრენილი პიტ ჰეგსეთის თვითმფრინავი დაუგეგმავად დაეშვა ინგლისში

15 ოქტომბერს,თვითმფრინავი, რომლითაც -ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ბრიუსელიდან აშშ-ში ბრუნდებოდა, დაუგეგმავად დაჯდა გაერთიანებულ სამეფოში, რისი მიზეზიც იყო ბზარი თვითმფრინავის საქარე მინაზე. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენტაგონმა და დააზუსტა, რომ ჰეგსეთი უსაფრთხოდაა.
„თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურით დაეშვა ხმელეთზე და თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი, მდივან ჰეგსეთის ჩათვლით, უსაფრთხოდ არის“ – დაწერა X-ზე პენტაგონის სპიკერმა შონ პარნელმა.
ფრენების ტრეკერი აჩვენებს, რომ თვითმფრინავი C-32A (მოდიფიცირებული ბოინგ-757), რომელშიც ჰეგსეთი იმყოფებოდა და რომელიც ბრიუსელიდან აფრინდა, 15 ოქტომბერს, საღამოს 7:07-ზე ინგლისში, ინგლისში მილდენჰოლის ბაზაზე დაეშვა.
პირველად არ ხდება, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავს, რომელზეც მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, მექანიკური პრობლემები აღმოაჩნდა. მიმდინარე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელშიც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმყოფებოდა და მიუნხენში მიფრინავდა, იძულებული გახდა ვაშინგტონში მიბრუნებულიყო მექანიკური პრობლემის გამოვლენის გამო.
ფორუმი