ბრიუგე ქალაქის ცენტრს ველოსიპედის ზონად გარდაქმნის

1 ოქტომბრიდან ბრიუგე (ბელგია) თითქმის მთელ თავის ცენტრს მასშტაბურ ველოსიპედის ზონად გარდაქმნის. ველობილიკის სიგრძე 87 კილომეტრი იქნება, რაც მას ქვეყანაში ყველაზე დიდს გახდის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
აქ მსუბუქი ავტომობილებს საათში 30 კილომეტრი სიჩქარის ლიმიტი დაუწესდებათ და ველოსიპედისტებისთვის გასწრება აეკრძალებათ.
გამონაკლისები მხოლოდ მთავარ შესასვლელ გზებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს შეეხება – ეს აუცილებელია ცენტრის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად.