ბრიტანულმა დაზვერვამ განმარტა, თუ რატომ არ შეუძლია რუსეთს უკრაინელების განდევნა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროდან

ბრიტანულმა დაზვერვამ გააანალიზა არსებული ვითარება ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, სადაც რუსული საოკუპაციო ძალები ვერ ახერხებენ უკრაინული ძალების განდევნას, მიუხედავად უპირატესობისა.

დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე ახლა ლოგისტიკური სირთულეების წინაშე დგანან, მაგრამ მაინც აგრძელებენ  ს თავდასხმების მოგერიებას.

„რუსულმა ჯგუფმა მარცხი განიცადა უკრაინელი დამცველების განდევნის ყველა მცდელობაში, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა ძალთა ბალანსში ამ მხარეში.

სავარაუდოა, რომ რუსული ძალების ცუდი წვრთნა და კოორდინაცია რეგიონში ზღუდავს მათ თავდასხმის შესაძლებლობებს“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ შეტევას კრინკას რაიონში მომდევნო კვირების განმავლობაში, მიუხედავად პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგისა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნა დნეპრის მარცხენა სანაპიროდან რჩება მათ პრიორიტეტად.