ბრიტანული Land Rover დროებით წყვეტს აშშ-სთვის ავტომობილების მიწოდებას – მიზეზი ახალი ტარიფებია

ბრიტანული ავტომწარმოებელი Land Rover-ი ერთი თვით აჩერებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდებას – გადაწყვეტილების მიზეზი ს მიერ 3 აპრილს გამოცხადებული ახალი ტარიფებია, რომელმაც მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟებზე.
პრეზიდენტ ტრამპის მიზანია, რომ აღადგინოს -ის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, შესაძლებლობები და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი. ახალი პოლიტიკის მიხედვით, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან აშშ-ში ავტომობილების ექსპორტისას 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა.
“აშშ მნიშვნელოვანი ბაზარია ძვირადღირებული ბრენდებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ახალი სავაჭრო პირობების გადასაჭრელად და შუალედური და გრძელვადიანი გეგმების დასახვისას გვიწევს მოკლევადიანი ქმედებებიც, როგორიცაა აპრილში მიწოდების შეჩერება” – უთხრა კომპანიის სპიკერმა CNN-ს.