ბრიტანული სანქციები ივანიშვილს – თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ინგლისელი დეპუტატები ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ – ერთ დღეში 18-მდე გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, ვინც თემთა პალატაში წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ბრიტანელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჯეიმს მაკლირის განცხადებას შეუერთდნენ.
გაერთიანებული სამეფოს სანქციები უმკაცრესია. თუ ივანიშვილის გვარი ინგლისის შავ სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გაეყინება აქტივები, ფინანსური სერვისები, რესურსები და ბაზრებზე წვდომა.
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, , გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკლირის მოწოდებას ეხმაურება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნული ინიციატივის ავტორთან, ჯეიმს მაკლირთან, რომელიც ახლა ხელმოწერების შეგროვებითაა დაკავებული, რომ ბრიტანეთმა ეს ინიციატივა სისრულეში მოიყვანონ.
მისივე თქმით, ბრიტანეთის სანქციები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, რომ „ფულის დარიგება ვერ მოხდეს“.
„ლიბერალურმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიტანა ეს ინიციატივა პარლამენტში, გუშინ მქონდა კომუნიკაცია უშუალოდ იმ პირთან, ვინც ეს ინიციატივა დააყენა და ამბობს, რომ ახლა აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, იმისთვის რომ ეს რეზოლუცია მიიღოს ბრიტანეთმა. როგორც კი შეგროვდება ეს ხელმოწერები, შესაბამისად, დადგება ეს რეზოლუცია პარლამენტში ზუსტად ისეთი, როგორიც დადგა ჰოლანდიაში. ევროპული სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ მნიშვნელოვანია, რათა ვერ მოხდეს ფულის დარიგება. მართალია, მათ ნაღდი ფულიც ექნებათ, მაგრამ ეს იქნება ბევრი რამისთვის ხელის შემშლელი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს.
ბიძინა ივანიშვილი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს. მათ შორის, “ქართუ ბანკი” ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მიერ იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით “ქართუ ბანკი” საერთაშორისო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე მილიონობით დოლარს დაკარგავს.