ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ, Aviva Plc-მა მიაღწია შეთანხმებას კონკურენტი Direct Line Insurance Group-ის ყიდვაზე 3,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (4,65 მილიარდი დოლარი).
Aviva-ს თქმით, Direct Line-ის აქციონერები მიიღებენ ნაღდ ფულს 129,7 პენსი თითოეული აქციისთვის, ასევე 0,2867 ახალი Aviva აქციისა და დივიდენდი 5 პენსამდე. მთლიანი თანხა იქნება 275 პენსი 27 ნოემბრის დახურვის ფასებზე დაყრდნობით (შესაძლო გარიგების შესახებ ცნობების გამოჩენამდე ბოლო დღე).
ეს წარმოადგენს 73%-ზე მეტ პრემიას Direct Line-ის 27 ნოემბრის აქციის ფასზე.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის 87.5% Aviva-ს აქციონერების საკუთრებაში იქნება, დარჩენილ 12.5%-ს Direct Line-ი მიიღებს. კომპანიას ექნება წამყვანი პოზიცია დიდ ბრიტანეთში სახლისა და ავტომობილების დაზღვევაში.