ერთ თვეში კინომოყვარულების და არამარტო მათი ყურადღება, ლონდონისკენ იქნება მიმართული. 16 თებერვალს “როიალ ფესტივ ჰოლის” დარბაზი ბრიტანული კინოაკადემიის, BAFTA-ს რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს.
235 კინოსურათიდან კრიტიკოსებმა 42 შეარჩიეს, რომელიც ფესტივალის მთავარი ჯილდოს მოპოვებას შეეცდება. ნომინანტები უკვე ცნობილია.
პირველ ადგილზე 12 ნომინაციით ლიდერობს edvard berge-ის “conclave” , რომელშიც სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. პოლიტიკური ტრილერი კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიის შეხვედრაზე მოგვითხრობს.
Emilia Perez-ს 11 ნომინაცია ერგო. ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ ოდიანის მუსიკალური კომედია 2025 წლის ოქროს გლობუსის მთავარი გამარჯვებული გახდა. ფილმმა ჯამში ოთხი ჯილდო დაიმსახურა.
საუკეთესო ბრიტანული ფილმის ნომინაციაზე სხვა ათ ფილმთან ერთად წარდგენილია მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო დრამა გლადიატორი 2.
საუკეთესო დოკუმენტურ და უცხოენოვან ფილმებთან ერთად, ბაფთაზე ნომინირებულია საუკეთესო ანიმაციური კინოსურათებიც, მათ შორისაა: Inside Out 2 ანუ თავდაყირას მეორე ნაწილი. მთავარი გმირის რაილის ისტორია გრძელდება. გოგონა გაიზარდა და ემოციების სამყაროს შესწავლას განაგრძობს.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარდგენილთა შორისაა სინტია ერივო ფილმისთვის Wicked. წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე აღნიშნულ ფილმს კინემატოგრაფიული და კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში ნომინირებულები არიან: ედრიენ ბროუდი, ტიმოთე შალამე, რალფ ფაინსი.
ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდება ვის გადაეცემა ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო.
BAFTA 2025 წლის ცერემონიალის წამყვანი წელსაც დეივიდ ტენანტი იქნება.
12 სხვადასხვა კატეგორია და ბრძოლა მთავარი პრიზის ოქროს ნიღბის მოსაპოვებლად. კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, სულ მალე ვიხილავთ.
წყარო: რუსთავი 2