ბრიტანული „გარდიანი“ კობიაშვილს 2027 წელს უეფას პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებში მოიაზრებს

ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (უეფა) პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი არ აპირებს, რეგლამენტი შეცვალოს და ამის წყალობით, 2027 წელსაც იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩეფერინი 2027 წელს თანამდებობას დატოვებს.
ჩეფერინი 2016 წლიდან იკავებდა ზემოხსენებულ თანამდებობას. მისი პრეზიდენტობის დროს უეფასთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ევროპის ტოპ-კლუბების მიერ დამოუკიდებელი ტურნირის, სუპერლიგის წამოწყების მცდელობა გახდა.
„გარდიანის“ ცნობით, ჩეფერინს რომ რეგლამენტის ცვლილება შეეცადა, 2027-შიც მოახერხებდა ს მოგებას, თუმცა, რაკიღა ის პოსტს დატოვებს, ნათელი კანდიდატი მის შესაცვლელად ცოტაა.
გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ფსონი 2027 წელს შეიძლება „ჩეფერინის ახლო მოკავშირეზე“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ლევან კობიაშვილზე გაკეთდეს, რომელიც 2023-ში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. მის გარდა, ჩეფერინის შემცვლელობის კანდიდატებად „გარდიანი“ მოიაზრებს რუმინეთისა და პორტუგალიის ფედერაციების პრეზიდენტებს.
უეფას პრეზიდენტს ყველა წევრი ქვეყანა ირჩევს, ერთი ქვეყანა – ერთი ხმის პრინციპით. ორგანიზაციის სათავეში დგას პრეზიდენტი, აღმასრულებელი საბჭოს კი ორგანიზაციის გადაწყვეტილებები სისრულეში მოჰყავს.