ბრიტანელმა ცენზორებმა ერთი სიტყვის გამო ფილმ “მერი პოპინსს” ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესეს

1964 წელს გამოსულ ცნობილ საბავშვო ფილმს მერი პოპინსი ბრიტანელმა ცენზორებმა ასაკობრივი რეიტინგი შეუცვალეს. მიზეზი სურათში გამოყენებული “დისკრიმინაციული სიტყვა” hottentots (ჰოტენტოტები) გახდა.
ფილმში ჰოტენტოტებად არიან მოხსენიებულნი საკვამურების მწმენდავები. ბრიტანეთის ფილმების კლასიფიკაციის საბჭომ (BBFC) ასაკობრივი რეიტინგი U-დან PG-ზე შეცვალა.
ჰოტენტოტებად ჰოლანდიელი კოლონისტები XVII საუკუნეში სამხრეთაფრიკული ტომების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ეძახდნენ. სიტყვა-სიტყვით ჰოტენტოტი ენაბრგვილს ნიშნავს.
ტერმინს ორჯერ იყენებს ბენქსების ოჯახის მეზობელი, სამეფო ფლოტის ვეტერანი ადმირალი ბუმი.
“მიუხედავად იმისა, რომ მერი პოპინსი ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ფილმში არ გმობენ გამოყენებულ დისკრიმინაციულ ენას და საბოლოოდ სურათს არ შეესაბამება U რეიტინგი, ამიტომ რეიტინგი PG-ზე შეიცვლება”. – ამბობს BBFC-ის წარმომადგენელი.
ასაკობრივი რეიტინგი U იგივე Universal განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის, ხოლო PG იგივე Parental Guidance გულისხმობს, რომ არასრულწლოვანმა სასურველია ფილმი მშობლებთან ერთად ნახოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!