ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც სთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ის პლატფორმა X-ზე ავრცელებს და წერს:

„დავიცავთ დემოკრატიას თუ პუტინის მოკავშირეებს ამას შევარჩენთ? -მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მე წარვადგინე წინადადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ იგივე გააკეთოს”, – წერს ის პლატფორმა X-ზე და დოკუმენტს აქვეყნებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:

„პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო;

გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ;

მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას და ს ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციას; ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.