ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტს ივანიშვილის დასანქცირების წინადადებით მიმართა

დიდი ბრიტანეთის დეპუტატი ჯეიმზ მაკლირი მიესალმება -ის მხრიდან სთვის სანქციების დაწესებას და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, მსგავსად იმოქმედოს.
მან ბრიტანეთის პარლამენტს უკვე მიმართა წინადადებით, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
“პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში ს გავლენის ხელშეწყობაში;
პალატა აღნიშნავს, რომ აშშ-მა შემოიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გააკეთოს იგივე, რათა გამოხატოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ; მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციაში იყოს ევროკავშირიდან პარტნიორებთან რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად.
და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას’, – წერს დეპუტატი.