ბრიტანელი ფერმერები მემკვიდრეობის გადასახადს აპროტესტებენ

ათასობით ბრიტანელი ფერმერი შეიკრიბა ლონდონში პარლამენტის შენობის წინ, რათა გააპროტესტოს ლეიბორისტული მთავრობის გადაწყვეტილება მემკვიდრეობის გადასახადის შეცვლის შესახებ – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ფერმერებს შეღავათები მიეცათ, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო ქონებაზე გადასახადის გადახდისგან ათავისუფლებდა. თუმცა, უკვე 2026 წლის აპრილიდან 1 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების ფერმები დაექვემდებარება 20%-იან მემკვიდრეობის გადასახადს მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში.
მომიტინგეები ამბობენ, რომ ეს დიდ დარტყმას მიაყენებს საოჯახო ბიზნესებს, რომლებიც უკვე განიცდიან კლიმატის ცვლილების, გლობალური არასტაბილურობის და Brexit-ით გამოწვეული რყევების შედეგებს.