ბრიტანელი მინისტრი ბოჭორიშვილს და მის მოადგილეს ესაუბრა

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და მის მოადგილეს ესაუბრა.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ლორდთა პალატის წევრის კითხვაზე განვითარების საკითხებში ბრიტანეთის მინისტრ ბარონესა ჩაპმანის წერილობითი პასუხიდან.
„კვლავაც უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვითა და საპროტესტო აქციების გაკონტროლებით. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეს საკითხები უშუალოდ განიხილა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან 16 ოქტომბერს და „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბაშვილთან 21 ოქტომბერს. ამასთან, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ძალისხმევას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ევროპის საბჭოში, რათა განხორციელდეს ზეწოლა საქართველოზე დემოკრატიული ნორმების დასაცავად“, — განაცხადა ბარონესა ჩაპმანმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ დაუთისთან იყო „ერთი თუ ორი“ სატელეფონო საუბარი.
„მაგრამ ეს იყო დახურული საუბარი. დახურული საუბრის შინაარსი და ფაქტი არ ვრცელდება ხოლმე — ეს არის მიღებული პრაქტიკა. ასეთი საუბრები, სატელეფონო საუბრები, ბევრ პოლიტიკოსთან იმართება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. როდესაც არის დახურული საუბარი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვერც მე და ვერც მინისტრი“, — განაცხადა მ.