ბრიტანეთში, ყოველმა მეშვიდე კომპანიამ გადასახადების გაზრდის შემთხვევაში ქვეყნიდან წასვლა დაუშვა – გამოკითხვა

ყოველ მეშვიდე ბრიტანულ კომპანიაში მენეჯმენტი შეისწავლის ბიზნესის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადატანის შესაძლებლობას, თუ სამეფოში გადასახადები გაიზრდება, იუწყება Bloomberg–ი, კომპანია Savanta-ს გამოკითხვაზე დაყრდნობით.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა ოქტომბრის ბოლოს უნდა წარადგინოს ახალი ბიუჯეტი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადასახადების მომატებას კაპიტალის ზრდაზე, სიმდიდრესა და ქონებაზე.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხელისუფლებაში ცოტა ხნის წინ მოსული ლეიბორისტების ეკონომიკური პოლიტიკისადმე ბიზნესმენები განწყობილი არიან უფრო პესიმისტურად ვიდრე ოპტიმისტურად. კვლევაში მონაწილე 1 ათასი მენეჯერიდან 46% პესიმიზმს გამოხატავს, 37% ოპტიმიზმს.
რივზმა, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის პოსტზე პირველმა ქალმა, აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო ბიუჯეტში 22 მილიარდი ფუნტი (28 მილიარდი დოლარი) ხვრელი წინა ხელისუფლებისგან და, შესაბამისად, გადასახადები უნდა გაიზარდოს. მან პირობა დადო, რომ საშემოსავლო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, კორპორაციული გადასახადისა და ეროვნული სადაზღვევო შენატანების განაკვეთები არ შეიცვლება.
rbc