ბრიტანეთში უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა დაასრულა გამანადგურებელ F-16-ზე ფრენის საბაზისო მომზადება

დიდ ბრიტანეთში საბაზისო სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, უკრაინელი სამხედრო მფრინავების პირველი ჯგუფი გამანადგურებელ F-16-ზე ფრენის გაღრმავებულ პროგრამას ში დაეუფლება. ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, ჯგუფი ჩამოყალიბდა ექვსი გამოცდილი უკრაინელი საბრძოლო მფრინავისგან, რომლებმაც ინგლისურ ენაზე გაიარეს სპეციალური საავიაციო სასწავლო კურსი, რათა გაეუმჯობესებინათ წვრთნებში მონაწილეობის უნარი.

კიდევ ათმა უკრაინელმა სტაჟიორმა მფრინავმა მიიღო მონაწილეობა ენის სწავლებაში. ისინი დარჩნენ ბრიტანეთში, რათა გააგრძელონ ფრენის პრაქტიკულ-საბაზისო კურსი და ასევე დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა საავიაციო მედიცინა და ცენტრიფუგების გამოყენება.
ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, მფრინავები, რომლებიც ფრენის საბაზისო მომზადებას გადიან, ატარებენ პრაქტიკულ წვრთნებს Grob Tutor-ის სახელით ცნობილ თვითმფრინავებზე, ეუფლებიან ზოგადი კონტროლის პროცედურებს, პილოტირებას ინსტრუმენტების გამოყენებით, საშუალო და დაბალ დონეზე ნავიგაციას, ასევე მწყობრში ფრენებს.
ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთში სწავლის დასრულების შემდეგ, უკრაინელი მფრინავები, საფრენ მომზადებას სხვა ევროპულ ქვეყანაში გაიღრმავებენ.
F-16-ზე შემდგომი მომზადება ჩატარდება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პოტენციალის გაძლიერების მიზნით შექმნილი კოალიციის წევრების – დანიის, ნიდერლანდისა და -ის – მეთვალყურეობით
მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდის მთავრობა 18 F-16 გამანადგურებელს მოამზადებს უკრაინისთვის გადასაცემად. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტს, ს, სატელეფონო საუბრისას აცნობა.
22 დეკემბერს ნიდერლანდმა შეათანხმა უკრაინისთვის მხარდაჭერის პირველი პაკეტი 2024 წლისთვის. 102 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტი მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას და გადაუდებელ ხარჯებს, ასევე განაღმვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ქსელების აღდგენით სამუშაოებს.

მთლიანობაში, უკრაინის მხარდასაჭერად – როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ სფეროში – 2024 წელს ნიდერლანდის ბიუჯეტში ორ მილიარდ ევროზე მეტია გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს