ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს – “არსენალისთვის” ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა

პოპულარული და გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს ცნობას და ადასტურებს, რომ “არსენალს” პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს.
ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ საწადელის მიღწევა ძალიან რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურის წარმომადგენლები ლონდონელებთან შესაძლო ტრანსფერზე საუბარზე მზაობას გამოთქვამენ, პარიზელები ხვიჩას გაშვებას არ აპირებენ.
The Independent ფაბრიციო რომანოს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის მსგავსად აღნიშნავს, რომ “პარკ დე ფრანსზე” კვარაცხელია ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფეხბურთელად ითვლება.
თავის მხრივ, “არსენალი” შეტევაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. ის ფინანსური ფეირ-პლეის გამო რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებს და მათ მაგივრად სხვა ფეხბურთელებს დაიმატებს.
ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი მათთვის სწორედ ხვიჩაა, მაგრამ მიკელ არტეტას სიაში “ატლეტიკოს” არგენტინელი ვარსკვლავი ხულიან ალვარესიცაა.