ბრიტანეთში აღმოაჩინეს ორქიდეა, რომელიც გადაშენებულად ითვლებოდა

იშვიათი სახეობის ორქიდეა ბრიტანეთში 100 წლის განმავლობაში, ველურ ბუნებაში პირველად გაიზარდა.
BBC-ის ცნობით, „ლედის ფეხსაცმელი“ერთ-ერთი უიშვიათესი მინდვრის ყვავილია. ითვლებოდა, რომ ის მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაშენდა, სანამ1930 წელს იორკშირ-დეილსში ერთი ყვავილი არ იპოვეს. ორქიდეის ზუსტი ადგილმდებარეობა საგულდაგულოდ იმალებოდა – მოხალისეებს 24-საათიანი მეთვალყურეობა ჰქონდათ დაწესებული, რათა მცენარე არავის მოეპარა.
2 წლის წინ კი ორქიდეების ლაბორატორიებში გაზრდის პროექტი დაიწყო, რის შემდეგაც მათ ინგლისის ჩრდილოეთით რგავდნენ და იცავდნენ.
დამოუკიდებლად გაზრდილი ორქიდეა გასული წლის ივნისში აღმოაჩინეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მისი გამოჩენა იმედისმომცემია. ველური ბუნების დაცვის ფონდის, ჯონათან ლიდლის თქმით, ამ ეტაპზე ყვავილის დაცვა კვლავ არის საჭირო.
„იმედი მაქვს, მომავალში ეს მცენარე იმდენად მრავალრიცხოვანი გახდება, რომ ყველა შეძლებს მისი ყვავილებით დატკბობას“, – განაცხადა მან.
imedinews.ge